ავღანეთსა და პაკისტანში, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 360 ადამიანი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" წერს, ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.
სტიქიური უბედურების შედეგად პაკისტანში 4 000-ზე, ავღანეთში კი 7 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ვრცელდება ინფორმაცია ათასობით დაშავებულზე.
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, ავღანეთის ჩრდილოეთში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰინდუქუშის მთიან რეგიონში, 212 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.