კოტ დივუარში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალასან უატარამ გაიმარჯვა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, მან არჩევნებში მონაწილეთა ხმების 83,66% დააგროვა. უატარა აღნიშნულ თანამდებობას ხუთი წლით დაიკავებს.
როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა ჩინოვნიკმა ალასან უატარამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რამაც სტაბილური ეკოონომიკური ზრდა უზრუნველყო.