ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაჩიძის, პალიკო კუბლაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას

ბიძინა ივანიშვილი გოგა ხაჩიძის, პალიკო კუბლაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას "დიდ ვაჟკაცობად" აფასებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ახალი პოლიტიკური ცენტრის" წევრების გადაწყვეტილებას, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ "დიდ ვაჟკაცობად" აფასებს და აცხადებს, რომ ოთხი დეპუტატი, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მის თვალში ძალიან ამაღლდა.

თუმცა, ივანიშვილი უარყოფს, რომ მას რაიმე კავშირი აქვს გოგა ხაჩიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ზურაბ ჯაფაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან, ასევე აცხადებს, რომ მათ არანაირი კონტაქტი არა აქვთ და არ არიან "ქართული ოცნების" მომხრეები.

"ჩემს თვალში ძალიან ამაღლდნენ ეს პიროვნებები, ვინც მოახერხა და "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოვიდა. ჩემი აზრით, მათ ძალიან დიდი ვაჟკაცობა ჩაიდინეს, რამეთუ ამ გუნდმა ვერაფრით მოახერხა ქვეყანას ემსახუროს. ამ ოთხმა პიროვნებამ გააცნობიერა, რომ მათ აქვს სამშობლო და ერთ კაცს არ უნდა გადაჰყვნენ. მათი ქცევა, რომ მოახერხეს გუნდურობაზე უარის თქმა, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფა, ძალიან დასაფასებელია. ჩემი მხრიდან, მე ძალიან ვაფასებ, რომ ძალიან გვიან, მაგრამ ეს გააკეთეს. აბა, ნახეთ დანარჩენები რა საცოდავ დღეში არიან – დღესაც მათი სამშობლოა სააკაშვილი. თან ამ კაცმაც მიატოვა, უარი თქვა სამშობლოზე და ოდესაში გადასახლდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს კი მეტი ნიჭი არ ჰყოფნით, ისევ მას მისტირიან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.