ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ვერ ხვდება პრეზიდენტმა ტელეკოპმანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ხელმძღვანელ ქიბარ ხალვაშს, შეხვედრით რა დახმარება უნდა გაუწიოს.
როგორც ივანიშვილმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეხვედრაზე საუბარი ჯერ-ჯერობით არ ყოფილა.
„როგორ უნდა დაეხმაროს მარგველაშვილი ხალვაშს? შეხვედრას ვერანაირად ვერ ვაფასებ. მოუნდა შეხვედრა ხალვაშს და შეხვდა. ჩემთან შეხვედრის მოთხოვნა ხალვაშს არ ჰქონია. თუ მოითხოვს, შევხვდები, რატომაც არა“, - განაცხადა ივანიშვილმა.