ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“ არ მომწონს, რადგან ეს ტელევიზია ხშირად არგუმენტების და ფაქტების გარეშე საუბრობს

ბიძინა ივანიშვილი: „რუსთავი 2“ არ მომწონს, რადგან ეს ტელევიზია ხშირად არგუმენტების და ფაქტების გარეშე საუბრობს

„გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ დღეს არის „რუსთავი 2" და ხვალ არ იქნება", - ჟურნალისტის მიერ დასმულ ამ შეკითხვას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამგვარად პასუხობს:

„ღმერთმა ნუ ქნასო, ასე გადაეცით გოგის, ასე როგორ შეიძლება. არ მინახავს და თუ ასე თქვა, ძალიან ცუდად უთქვამს. „რუსთავი 2" მეც არ მომწონს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო ტელევიზია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზია უნდა დაიხუროს. ყველაფერი უნდა იყოს, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. მედიას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. არ მომწონს ეს ტელევიზია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად  არგუმენტების და ფაქტების გარეშე საუბრობენ. ეს საწყენია. ეს შემაწუხებელი და საწყენია. ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, საზოგადოებამ აირჩიოს და საზოგადოებამ გაფილტროს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.