„რუსთქვი 2“-ის გენერალურმა დირეექტორმა ნიკა გვარამიამ პროკურატურა უკვე დატოვა და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
მისი თქმით, დამატებითი შეკითხვები ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან გამომდინარე დაუსვეს.
„გაფრთხილებული ვარ, რომ დეტალებისგან თავი შევიკაო. ერთი რამ, რაც შემიძლია გითხრათ, დამატებითი კითხვები იყო ალექსი ახვლედიანის ჩვენებიდან“ - განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ქიბარ ხალვაშის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ხალვაში პრეზიდენტს სთხოვა, რომ სასამართლო პროცესისთვის მონიტორინგი გაეწია.
„სასაცილოა, რომ ქიბარ ხალვაში სასამართლოს ზეწოლაზე საუბრობს, იმიტომ, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მარიონეტია, ვინაიდან, ივანიშვილის ხელშია ის სამასამართლო, რომელიც ჩვენ საქმეს იხილავს. რაც შეეხება პრეზიდენტის მონიტორინგს, მას აქამდეც უნდა სცოდნოდა, რომ პრეზიდენტი ამ საქმის მონიტორინგს ისედაც ახორციელებს“, - განაცხადა გვარამიამ.