„სააკაშვილის აზრი ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემთვის საინტერესოა“

„სააკაშვილის აზრი ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემთვის საინტერესოა“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ნებისმიერი პირი, ვინც უკანონოდ მოპოვებულ საუბრებს გამოაქვეყნებს, დაისჯება.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ის ბოლო წლებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბევრჯერ ესაუბრა.

„სააკაშვილს ბევრჯერ ვესაუბრე ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მეგობრები ვართ და მისი აზრი ყველაფერთან დაკავშირებით, ჩემთვის საინტერესოა.საერთოდ არ მაღელვებს ჩემ წინააღმდეგ რა იქნება გამოყენებული. ჩემი და სააკაშვილის ნებისმიერი საუბარი უკანონოდ მოპოვებული იქნება და პასუხს აგებს ყველა, ვინც ეს მოიპოვა და გამოაქვეყნებს“, - განაცხადა გვარამიამ.