უმრავლესობის დეპუტატის გოგი თოფაძის განცხადებით, "რუსთავი 2" ხვალ აღარ იქნება.
ეს კომენტარი "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს პარლამენტში პრესკონფერენციის დაწყების წინ გააკეთა.
გოგი თოფაძემ "რუსთავი 2"-ის მიკროფონი ხელში აიღო, ცალკე გადადო და თქვა, რომ "რუსთავი 2 ხვალ აღარი იქნება".