„დვალის საუბრები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მისი ფანტაზიის ნაყოფია“

„დვალის საუბრები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მისი ფანტაზიის ნაყოფია“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით დვალის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გვარამია აცხადებს, რომ დავით დვალს ტელეკომპანიის დასაბრუნებლად არავითარი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია.

„ბატონ დვალს არავითარი სამართლებრივი შანსები არ გააჩნია. მისი საუბრები „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, არის მისი ფანტაზიის ნაყოფი, ამიტომ ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე იმყოფება.