ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მას ამ დროის განმავლობაში საშუალება არ ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვა.
ხალვაშის თქმით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა ყოფილი პრეზიდენტის მიერ არის მოგონილი, რადგან მის მიერ ჩადენილი დანაულები აღარ განიხილონ.
„ხანაზმულობა მოგონილია მიშა სააკაშვილის მიერ, რადგან მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აღარ განიხილონ და შერჩეს ის, რაც წაიღო. ამდენი ხანი საშუალება არ მქონდა, რომ მოვსულიყავი თქვენთან“, - აღნიშნა ხალვაშმა.
პრეზიდენტის რეზიდენციაში, „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.