„პრეზიდენტს ვთხოვე მონიტორინგი გაუწიოს სასამართლოს, რადგან ის ზეწოლას განიცდის“

„პრეზიდენტს ვთხოვე მონიტორინგი გაუწიოს სასამართლოს, რადგან ის ზეწოლას განიცდის“

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გიორგი მარგველაშვილს სთხოვა, მისი წარმომადგენელი „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესებს დაესწროს და მონიტორინგი გაუწიოს.

როგორც ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მას გიორგი მარგველაშვილმა დახმარება აღუთქვა. მისივე თქმით, პრეზიდენტს დახმარება სთხოვა, რადგან სასამართლო დიდ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიმიღო. მას მოვუყევი ყველაფერი და ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაეკეთებინა სასამართლოსთვის, რადგან სასამართლო დიდ ზეწოლას განიცდის „ნაციონალური მოძრაობისგან“. არის მცდელობა, რომ მოახდინონ ზეგავლენა გადაწყვეტილებაზე. აქედან გამომდინარე, ვთხოვე, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი დასწრებოდა სასამართლოს და გარკვეული ყოფილიყო, როგორ მიდის საქმე. მან დახმარება აღმითქვა. ვისაუბრეთ გარკვეულ სამართლებრივ ასპექტებზე, თუმცა მან აღნიშნა, რომ ის არ არის იურისტი და სხვასაც უნდა მოუსმინოს. ჩვენ მას ავუხსენით ყველაფერი და საკმაოდ ვრცელი საუბარი გამოგვივიდა“, - განაცხადა ხალვაშმა.