ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მოქალაქეა.
როგორც ხალვაშმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ხელისუფლება.
„მე დევნილის სტატუსი არ მაქვს, ვარ საქართველოს მოქალაქე. პასპორტი თან არ წამომიღია, რომ გაჩვენოთ. ასევე, ვარ გერმანიის მოქალაქე და რას მიიღებს ხელისუფლება და როგორ გადაწყვეტს, ეს მათი ნებაა“, - აღნიშნა ხალვაშმა.