პრემიერი პრეზიდენტის შეთავაზების მიღებას არ აპირებს

პრემიერი პრეზიდენტის შეთავაზების მიღებას არ აპირებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას - აპირებს თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრას, მოკლედ უპასუხა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის ხალხს ხვდება.

„ის თავის ხალხს ხვდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ დრომდე უცნობია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის პასუხი. მას გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან, ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი მიიწვია.

„როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს, მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.