ირაკლი ღარიბაშვილი:   დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე იყო სამი წლის წინ

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე იყო სამი წლის წინ

დღეს ჩვენი ქვეყანა არის კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ამოცანაა, სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად ძლიერი გახადოს.

"ჩვენ, მთავრობა დღეს ვიქნებით, ხვალ არ ვიქნებით. ხალხი და ქვეყანა სამუდამოდ რჩება. ჩვენი ვალია შევქმნათ ისეთი ძლიერი საფუძველი, რომელსაც დაეფუძნება ძლიერი ქართული სახელმწიფო. უნდა ავაშენოთ ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც ვერავინ დაასუსტებს. ჩვენი ამოცანაა სახელმწიფო გავხადოთ უფრო ძლიერი. დღეს ჩვენი ქვეყანა არის კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ. მე მჯერა, რომ კიდევ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ეს არის დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე ეს არის მშვიდობიანი საქართველო. როგორია ჩვენი ხედვა?! – ეს არის ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი ქართული წარმოება, ღირსეული განათლება, ხელმისაწავდომი ჯანდაცვა, სამუშაო ადგილები. საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპრიების, კონფლიქტის, კონფრონტაციის ადგილი. ჩვენ უნდა გავხდეთ მშვიდობის, შეთანხმების, ვაჭრობის, ლოჯისტიკის ადგილი", - განაცხადა პრემიერმა ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს აქვს ყველაფერი, რომ რეგიონში ცენტრი და ლიდერი სახელმწიფო გახდეს.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ასევე, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული ფუნქცია – ევროპის და აზიის, ჩრდილოეთის და სამხრეთის დამაკავშირებლის ფუნქცია. ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რომ გავხდეთ რეგიონში ცენტრი, ლიდერი სახელმწიფო, რომელიც მაგალითს მისცემს სხვა დანარჩენებს. დღეს გვაქვს უნიკალური შანსი და ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან", - განმარტა პრემიერმა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველო იქნება ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ექნება ჩინეთთან.