თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ეს იქნება დადასტურება, რომ ქვეყანაში კრიზისია

თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ეს იქნება დადასტურება, რომ ქვეყანაში კრიზისია

თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტყვის, ეს იქნება დადასტურება იმის, რომ ქვეყანაში კრიზისია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა. დეპუტატისთვის გაუგებარია, რატომ არის ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა მმართველი ძალისთვის "გადაულახავი" საკითხი.

"აბსურდულ მდგომარეობაში ვართ. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სააკაშვილთან არ ვსაუბრობდით, რადგან სისხლიანი რეჟიმი იყო და მასთან საუბარი მიუღებლად მიგვაჩნდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს აბსოლუტურად გაუგებარია. მმართველ ძალას არ სურს პრეზიდენტთან საუბარი, არ სურს ოპოზიციასთან საუბარი, რომელიც სთავაზობს რომ საარჩევნო საკითხებზე სამუშაოდ ჯგუფი შექმნას. ეს აბსოლუტურად არაადეკვატური დამოკიდებულებაა ხელისუფლების მხრიდან. საბავშვო ბაღს ემსგავსება ქვეყანა. თუ პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტვის, ვფიქრობ ეს იქნება ქვეყანაში კრიზისის დადასტურება, რომ არ ესაუბრებიან ერთმანეთს. თუკი მათი გადმოსახედიდან არ არსებობს რაიმე ნიშნები, რომ ქვეყანაში მძიმედ განვითარდეს მოვლენები, მივიდნენ პრეზიდენტთან და თქვან ეს. რა არის ამაში რთული და გადაულახავი? არ მესმის, პრეზიდენტი დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელია? რაზეა საუბარი ჩემთვის მართლა გაუგებარია", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.