უმრავლესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკა ბესელია წარადგინეს

უმრავლესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკა ბესელია წარადგინეს

საპარლამენტო უმრავლესობამ უმრავლესობის კვოტით საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად ეკა ბესელია წარადგინა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობამ "ქართული ოცნების" ოფისში გუშინ გამართულ სხდომაზე მიიღო.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იყო ორი კანდიდატი, თავად ეკა ბესელია და მანანა კობახიძე. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, საპროკურორო საბჭო სრულიად ახალი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით აღჭურვილი ორგანოა.

"მას აქვს ძალიან სერიოზული ფუნქციები, მთავარი პროკურორის შერჩევა და მთავრობის მეთაურისთვის და პარლამენტისთვის წარდგენა, იმპიჩმენტის ფუნქცია, ანგარიშის მოსმენა მთავარი პროკურორის და ა.შ. პარლამენტის მონაწილეობა ამ საბჭოში პირველ რიგში გულისხმობს საპარლამენტო კონტროლს", - განაცხადა ბესელიამ.

უმრავლესობის სხდომაზე მოუსმინეს სამოქალაქო სექტორის მხრიდან საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებსაც.