იან კელი - ენერგომომარაგების წყაროს შერჩევა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა

იან კელი - ენერგომომარაგების წყაროს შერჩევა საქართველოს სუვერენული გადაწყვეტილებაა

ენერგომომარაგების წყაროს შერჩევა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ხალხის სუვერენული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ "გაზპრომთან" დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა. 
როგორც ელჩმა განმარტა, ერთ ან შეზღუდული რაოდენობის წყაროზე დამოკიდებულება ხელს არ უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას.
"არის ზოგადი პრინციპი, რაც მართალია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ ენერგომოწოდების მხოლოდ ერთ ან შეზღუდული რაოდენობის წყაროზე დამოკიდებულება არ უწყობს ხელს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ქვეყნები ცდილობენ ხოლმე ენერგოწყაროების მოწოდების დივერსიფიცირებას", - აღნიშნა იან კელიმ. 
როგორც ცნობილია, ვიცე პრემიერ კახა კალაძესა და "გაზპრომის" ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები გაიმართა. კალაძის განცხადებით, "გაზპრომის" მენეჯმენტთან საქართველოს გავლით ბუნებრივი არის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე, ასევე, კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რუსეთიდან ბუნებრივი არის შემოტანაზე იმსჯელა.