პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა იმართება

პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა იმართება

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა იმართება.

სხდომის დაწყებისას პრემიერმა ყველა იმ უწყებას და ორგანიზაციას, რომელმაც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ჩატარებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ყველა ის თანამშრომელი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ფორუმის ორგანიზებაში და მის წარმართვაში, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ. მაღალი სტანდარტებით ჩატარებული ღონისძიება, ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და ამაში დიდია ორგანიზატორების წვლილი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.