ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის გასაკვირია, რომ აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, არამედ იმაზე, როგორ მოხდა ვიდეოების გავრცელება

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემთვის გასაკვირია, რომ აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, არამედ იმაზე, როგორ მოხდა ვიდეოების გავრცელება

ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინულ მედიაშიგავრცელებულ ე.წ. კასრების ვიდეოკადრებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული ვიდეოკადრები პროკურატურაში, სისხლის სამართლის საქმეებში დევს. 
"ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე მგონი, ამ ადამიანებს არც იმდენი ცოდნა აქვთ, რომ ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია. ეს მასალები დევს საქმეში და პროკურქატურაში ინახება. ასევე მე ვიცი, რომ ასლები გადაცემული აქვთ დაცვის და ბრალდების მხარეებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.