გვარამიას გაძევების გამო „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

გვარამიას გაძევების გამო „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

„რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე მომსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

მოსამართლემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა კითხვა, რომლითაც გვარამია ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გაითვალისწინა მოსამართლემ მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ყველა შუამდგომლობა და რატომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის არცერთი შუამდგომლობა.

ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სასამართლოს შენობის გარეთ, მათ „რუსთავი 2“-ის სხვა მხარდამჭერები ოვაციებით და შეძახილებით - „გაუმარჯოს „რუსთავი 2“-ს, შეხვდნენ.

დარბაზი არ დაუტოვებიათ ადვოკატებს. საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.