"ქართული ოცნება" ნოემბერ-დეკემბერში პარტიული კონფერენციების ჩატარებას გეგმავს

"ქართული ოცნება" ნოემბერ-დეკემბერში პარტიული კონფერენციების ჩატარებას გეგმავს. ასევე დაგეგმილია რეგიონების მასშტაბით აღმასრულებელი მდივნის სტატუსის მქონე ადამიანების არჩევა და პარტიულ საქმიანობაში მათი გააქტიურება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომლის ცნობით, კოლიაციის პოლიტსაბჭოსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" დღევანდელ სხდომაზე განხილვის საგანი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩევის საკითხის გარდა, პარტიის სამომავლო გეგმები იყო.

"ჩატარდება პარტიული ორგანიზაციების შეხვედრები. ზოგიერთს ალბათ გადავირჩევთ პარტიული ორგანიზაციის მდივნობის პოსტიდან. დავამტკიცებთ აღმსარულებელ მდივნებს. ეს საკითხი გვარებით გავიარეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ.