გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა

გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურაც განიხილებოდა.

ვოლსკის თქმით, ამ პოსტზე ასევე განიხილებოდა ივანე კიღურაძე და კიდევ ერთი-ორი დეპუტატი.

"სხვადასხვა კანდიდატურა სახელდებოდა, მათ შორის, ჩემზეც იყო საუბარი. თუმცა ფრაქციის ლიდერის პოზიცია მნიშვნელოვანი და რთულია. ასევე სახელდებოდა ვანო კიღურაძე და კიდევ ერთი-ორი დეპუტატი", - განაცხადა ვოლსკიმ.

იგი იმ საკითხებზეც საუბრობს, რომელიც უმრავლესობის ახალი ლიდერისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება.

"უმრავლესობის საკითხებში ყოფილ ლიდერს დავით საგანელიძეს საკმაოდ კარგი პოზიციები ჰქონდა. თუმცა უმრავლესობა მოისაკლისებდა საგარეო ურთიერთობებს, საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობას, მათ შორის, ადგილობრივ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. ეს მიმართულება იქნება მთავარი უმრავლესობის ახალი ლიდერისთვის, რომელსაც საკმაო გამოცდილება აქვს ამ საკითხებზე. ფრაქციამ წარადგინა მისი კანდიდატურა პიროვნული თვისებებიდან, კონსტრუქციულობიდან და სხვა თვისებებიდან გამომდინარე", - განაცხადა ვოლსკიმ.