"როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ საქართველოში ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული

"როსსელხოზნადზორმა" ამერიკული სალა გაანადგურა, რომელიც, უწყების ცნობით, რუსეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს.

როგორც "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელმა, ალექსეი ხარინმა სააგენტო "ტასს" განუცხადა, ომსკის ოლქში, რუსეთ-ყაზახეთის საზღვარზე 20 ტონა ამერიკული სალით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს, რის დროსაც გაირკვა, რომ ტვირტზე მარკირება დატანილი არ იყო. დოკუმენტების თანახმად, ამერიკული პროდუქცია ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ყაზახეთის ჩაიტანეს.

"პრობლემას ის ფაქტი ამწვავებს, რომ ამჟამად საქართველოდან რუსეთში ღორის პროდუქციის შემოტანა აკრძალულია, რადგან იქ ღორის აფრიკული ჭირია გავრცელებული. მარკირების არარსებობის გამო ტვირთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, ამას დაემატა ისიც, რომ პროდუქცია საქართველოდან შემოიტანეს. ამიტომ, გადაწყდა პროდუქციის განადგურება", - განაცხადა ხარინმა.

მისი თქმით, 20 ტონა ლორი სპეციალურ ღუმელში დაწვეს.