„ამ საქმის გამოძიება პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი“

„ამ საქმის გამოძიება პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი“

მთავარი პროკურორ გიორგი ბადაშვილის განცხადებით, მას ე.წ. "კასრების" საქმესთან დაკავშირებით ვიდეოს გავრცელება პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

როგორც ბადაშვილი აცხადებს, ასევე საინტერესოა, თუ როგორ მოხდა აღნიშნული ვიდეო მასალა უკრაინულ მედია სივრცეში.

„ამ საკითხის გამოძოება მიმდინარეობს. პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი ეს საქმე. განიხილება მრავალი ვერსია. მათ შორის, საინტერესოა, თუ როგორც მოხდა უკრაინულ მედია სივრცეში ეს კადრები. როგორც იცით, ეს კადრები დართული აქვს სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც იძიებდა შსს, პროკურატურის ზედამხედველობით. შესაბამისად, ეს კადრები გადაცემულია როგორც მხარეებისთვის, ასევე, დართულია საქმეზე“, - განაცხადა ბადაშვილმა.