სავაჭრო ცენტრის, "თბილისი მოლის" თანამშრომლებსა და მომხმარებლებს ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისი მოლის" თანამშრომლებმა აცნობეს, განგაში დაახლოებით 09:40 საათზე გამოცხადდა, დაცვის სამსახურმა "თბილისი მოლის" მომსახურე პერსონალს მაღაზიების დაკეტვისა და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. ტერიტორია დატოვეს მომხმარებლებმაც.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ განგაში სასწავლო იყო. "თბილისი მოლში" ამ დროისთვის თანამშრომლები და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.