შვეიცარიაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მკაცრი მიგრაციული პოლიტიკის მხარდამჭერმა პარტიამ გაიმარჯვა. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, მემარჯვენე კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ 65 სადეპუტატო მანდატი მიიღო.
სახალხო პარტია შვეიცარიის ნეიტრალიტეტს, მიგრაციის შეზღუდვას, მიგრანტებისთვის კვოტების დაწესებასა და ისლამიზაციასთან ბრძოლას უჭერს მხარს.
როგორც პარტიის ლიდერმა ტონი ბრუნერმა განაცხადა, არჩევნების შედეგებმა ცხადყო, რომ შვეიცარიის მოსახლეობა ევროპაში მასობრივი მიგრაციითაა შეშფოთებული.
2009 სახალხო პარტიის ინიციატივით, შვეიცარიაში მინარეთების აკრძალვის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მაშინ პარტიის ინიციატივას რეფერენდუმში მონაწილეთა 57,5 % -მა დაუჭირა მხარი.