კოლუმბიაში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ავიაკატასტროფა დედაქალაქ ბოგოტაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თვითმფრინავი გაფრენიდან 3 წუთში ჩამოვარდა. ადგილზე მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ.