საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქართულ დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით, ისრაელს ეწვივნენ.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამოინახულა. გიორგი მარგველაშვილს ეკლესიაში ისრაელში მცხოვრები ქართველები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა დაპირველმა ლედიმ წმინდა გიორგის საფლავი და წმინდა ნაწილები მოილოცეს და ეკლესიაში პარაკლისს დაესწრნენ.
ეკლესიის წინამძღვარმა მამა ნიკოდიმოსმა საქართველოს პრეზიდენტს წმინდა გიორგის ხატი გადასცა.