საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ქართულ დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტით, ისრაელს ეწვივნენ.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ დაიწყება. ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია, სადაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ და მედიისთვისერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურის და პირველი ლედის პატივსაცემად ისრაელის პრეზიდენტისა დაპირველი ლედის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართება.
ქვეყნის პირველი პირი, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუსშეხვდება. გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ქნესეთსაც ეწვევა, სადაც გაიმართება შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან იული ედელშტეინსთან და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერთან ჰაიმ ჰერცოგთან.
გიორგი მარგველაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში ჰოლოკოსტის მუზეუმს დაათვალიერებს და ყვავილების გვირგვინითშეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. ქვეყნის პირველი პირი „ისრაელის ეროვნულ ბაღში“ ხის დარგვის ცერემონიაშიცმიიღებს მონაწილეობას, ასევე პატივს მიაგებს თეოდორ ჰერცლის მემორიალს.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველი ლედი ისრაელის ბავშვთა კლინიკებს მოინახულებს.
ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი კვლევით ცენტრ IDC-ში სტუდენტებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართავს.
პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.