"რუსთავი 2" არის მოპარული ტელევიზია"

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი წინამორბედები ტაბელური იარაღივით ცვლიდნენ "რუსთავი 2"-ის საკუთრებას.

"რუსთავი 2" არის მოპარული ტელევიზია, მე ამას ვამბობდი ყოველთვის. ესაა მისი მესაკუთრეებისგან მოპარული ტელევიზია. 2004 წლიდან მოყოლებული ჩემი წინამორბედები, თავდავის მინისტრები, ტაბელური იარაღივით ცვლიდნენ "რუსთავი 2"-ის საკუთრებას", - განაცხადა ხიდაშელმა.