შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად სამგზავრო კატერის ჩაძირვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
ინციდენტი წუხელ მოხდა. სამგზავრო კატერი, რომელშიც 36 ადამიანი იმყოფებოდა, ოდესის მახლობლად ამოტრიადლა. ამ დილის მონაცემებით, 22 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, 14 - დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 8 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება. მათივე ცნობით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები კვლავაც გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და კატერ "ივოლგას" კაპიტანს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.