ირაკლი ღარიბაშვილი გაუპატიურების ამსახველი კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს

ირაკლი ღარიბაშვილი გაუპატიურების ამსახველი კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიას ასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინულ საიტზე, წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე, მრავალი ვერსია არსებობს.

მისი თქმით, კადრების გავრცელების ერთ-ერთ ვერსიად განიხილებიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ფირები უკრაინაში გაყიდეს.

"რაც შეეხება კადრებს, როგორც ვიცი, უკრაინულ მედიაში გავრცელდა. მრავალი ვერსია განიხილება, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უკრაინელ მოქალაქეებს მიჰყიდეს. არ მინდა დეტალებში შევიდე, ამას გამოძიება დაადგენს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები, ამ კადრების გაუქმების უფლება მე არ მქონდა, ეს ინახება პროკურატურაში. ძალიან გთხოვთ, მოსახლეობა შეცდომაში ნუ შეგყავთ. ის, რომ ეს კადრები განადგურდა, ტყუილია",- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.