რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მედიის თავისუფლება

რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მედიის თავისუფლება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, "რუსთავი2"-თან დაკავშირებულ საქმეს ის დიდი ინტერესით აკვირდება. მისივე შეფასებით, საქართველოში მედია თავისუფალია.

"ყველა, ვისაც ამ მხრივ ინტერესი გაგვაჩნია, აღფრთოვანებულები ვართ დემოკრატიის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და დიდი ინტერესით ვაკვირდებით "რუსთავი 2"-ის საქმეს. მე და ჩემი კოლეგები თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს და გვაინტერესებს, რა მოხდება ამ კვირაში. ეს სასამართლო პროცესია და რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მედიის თავისუფლება და მთელი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, არსებობს შესაძლებლობა, გამოითქვას განსხვავებული მოსაზრებები ქართული მედიის შესახებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს მეგობრებს შეუძლიათ, ისაუბრონ. ერთ წელიწადში საქართველოს არჩევნები ელის, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ რეგიონში დემოკრატია არსებობს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.