ილია მეორე ხალხს ლოცვისა და შრომისკენ მოუწოდებს

ილია მეორე ხალხს ლოცვისა და შრომისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხალხს ლოცვისა და შრომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე ისაუბრა.

"წმინდა ანტონი დიდი, დიდი დამაარსებელი ბერობისა, რომელიც ეგვიპტეში მოღვაწეობდა, ეკითხება უფალს რა ვაკეთოო და მან უპასუხა: ილოცე და იშრომე. აი ეს არის ის სწორი გზა, რომელსაც ჩვენ უნდა მივსდიოთ. ვილოცოთ და ვიშრომოთ! ყურადღება მიაქციეთ, პირველ ადგილზეა ლოცვა. ე.ი. როცა ლოცვა წინ არის, შრომა დალოცვილია", - ბრძანა პატრიარქმა.

მანვე, მრევლს გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე მიულოცა. "ყველას გილოცავთ გრიგოლ ხანძთელის დღესასწაულს. მეუფე თეოდორე და სამღვდელოება ჩავიდნენ ხანძთაში, რომელიც დღეს თურქეთის ტერიტორიაზეა და დილიდან წირვას აღავლენენ. ამ წირვის მადლი შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.