საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. როგორც "ბიბისი", ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, თავდასხმა ქალაქ საიჰატში, შიიტების რელიგიურ ცენტრზე განხორციელდა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, სამართალდამცველებმა თავდასხმაში მონაწილე 2 პიროვნება დააკავეს.