"ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, გაზპრომთან მოლაპარაკების წარმოება საქართველოსთვის ნიშნავს, რომ ის საბოლოოდ გახდეს მოსკოვს მიწებებული ქვეყაანა.
დარჩიაშვილის შეფასებით, რუსეთის ენერგოიმპერია არის ბერკეტი იმისა, რომ საქართველო მოსკოვის სატელიტი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს.
"ამ ეტაპზე დიდი ალბათობა გაჩნდა კიდევ იმის, რომ საკუთარი ხელისუფლების გამოყენებით რუსეთმა გააკეთოს ბევრად მეტი, ვიდრე ცალკეული ტერიტორიების ოკუპირება, ანუ, მთლიანად ქართული სუვერენიტეტის ნიადაგის გამოცლა მოახერხოს და საქართველო კვლავ გახადოს სატელიტი ქვეყანა მოსკოვს მიწებებული. ამის საშუალება, ერთ-ერთი მთავარი, ბერკეტი არის სწორედ რუსეთის ენერგოიმპერია, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ მოკლე პერიოდში, საქართველოსთვის ბევრი ზიანის მოტანა შეუძლია",- განაცხადა დარჩიაშვილმა.