"პათოლოგებო, აგერ შემომახვიეთ თქვენი მანდატები, რის მიტინგებს მართავთ"- ოთარ ჩრდილელი "ნაციონალებს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი უკრაინულ საიტზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ერთ-ერთ სამართალდამცავ უწყებაში, დაკავებულების მიმართ, არაადამიანური მოპყრობა ხორციელდება.

"ბოზი სისტემა! თქვე არაკაცებო! "ნაციონალ" დეპუტატებს მოგმართავთ, ვინც ეს არ დაგმეთ და "აპრავებთ" იმ კასტილიანის მსგავსი გყოლოდეთ, ოჯახში ყველაზე უმცროსი. თქვე პათოლოგებო. აგერ შემომახვიეთ, თქვენი მანდატები, აი აგერ თქვენ, რის მიტინგებს მართავთ, თქვე უტეხი ნაბოზვრების ბრიაშკავ. მიშა სააკაშვილო, დამპალი თესლიდან აღმოცენებულო, საქართველოში ფეხს ვერ ჩამოადგამ",-წერს ჩრდილელი.

უკრაინულმა ვიდეპორტალმა tube.ua-მ, ცოტა ხნის წინ სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც საქართველოს წინა ხელისუფლების დროს გადაღებული წამებისა და გაუპატიურების კადრებია ასახული. ვიდეომასალაში ჩანს, რომ დაკავებულ პირებს აწამებენ და აუპატიურებენ, რის შემდეგაც, მათგან აღიარებით ჩვენებებს იღებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, უკრაინულ პორტალზე გამოქვეყნებული მასალა, წარმოადგენს თუ არა სამეგრელოს საიდუმლო სამალავში აღმოჩენილ ჩანაწერს.