ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება დაიწყო. როგორც "ბიბისი" იტყობინება, პოლიცია რუსეფის წინასაარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებს გამოიძიებს. სამართალდამცავი ორგანოები შეამოწმებენ კამპანიის დაფინანსების წყაროებს და დაადგენენ, ჰქონდა თუ არა ადგილი უფლებამოსილების გადამეტებას რუსეფისა და ვიცე პრეზიდენტ მიშელ ტემერის მხრიდან, 2014 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
ბრალის დადგენის შემთხვევაში, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. რუსეფის ადმინისტრაციაში წინასწარი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
წინასწარი ვერსიით, დილმა რუსეფმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის ბრაზილიური ნავთობკორპორაცია "პეტრობრასში" განხორციელებული თაღლუთური სქემებით მოპოვებული თანხები გამოიყენა. აღნიშნული კომპანიის დირექტორთა საბჭოს რუსეფი 2003-10 წლებში ხელმძღვანელობდა. 
კორუფციულ სქემებში სხვა ბრაზილიელი მაღალჩინოსნებიც არიან გახვეულნი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი კონტრაქტების გაფორმების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ. თავად დილმა რუსეფი ყველა ბრალდებას უარყოფს.