NDI-ს კვლევის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, ყველაზე დემოკრატიული არჩევნების პირობებშიც კი, გამარჯვების შანსი არ აქვს , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი გიგა ბოკერია აცხადებს.
"ეს კვლევა ქვეყანაში არსებულ იმ რეალობას ასახავს, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდა შექმნა. მათ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყვათ და საზოგადოება ამას ხედავს. სწორედ ამის შედეგია რეიტინგის კატასტროფული ვარდნაც. შეიძლება ითქვას, რომ მათ ქვეყნის მართვის მანდატი აღარ აქვთ, მინიმალურად დემოკრატიულ არჩევნებშიც კი მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ.
ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობას", რომლებიც რეიტინგში მმართველ გუნდს ვუსწრებთ, დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რათა ყველა მოქალაქამდე მივიტანოთ ის ხედვა და გეგმა, რომელიც ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამის კომპტენცია, რადგან ბევრი რამ ვისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერიას კომენტარს "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.