რესპონდენტთა 71 %, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად

რესპონდენტთა 71 %, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა არანაირი არ უნდა იყოს

იმ რესპონდენტთა 71 %, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნება" დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს , მიიჩნევს, რომ საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა მცირე ან არანაირი არ უნდა იყოს. ასეთია NDI-ის კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, იგივე კატეგორიის რესპონდენტთა მხოლოდ 7 % მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თუკი რუსეთს საქართველოზე "დიდი პოლიტიკური გავლენა" ექნება. 13 %-ს შეადგენს ამავე კატეგორიაში (ადამიანები, რომლებიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს) მოხვედრილი ის რესპონდენტები, რომელთა აზრითაც, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა "საშუალო" უნდა იყოს.
რაც შეეხება შეკითხვას, როგორი უნდა იყოს საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური გავლენა, იმ რესპონდენტთა 61%, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ქართულ ოცნება" დემოკრატიულ საქართველოს" ასახელებს, ირჩევს კატეგორიას "მცირე/არანაირი", 14 % მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკური გავლენა ჩვენს ქვეყანაზე დიდი უნდა იყოს, 16 %-ის აზრით კი, "საშუალო".
ამავე საკითხთან მიმართებაში შემდეგნაირად გამოიყურება იმ გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. აღნიშნული კატეგორიის რესპონდენტების 71 %-ის აზრით, საქართველოზე რუსეთის პოლიტიკური გავლენა "მცირე/არანაირი" არ უნდა იყოს. ასევე კატეგორიას "მცირე/არანაირი" ირჩევს გამოკითხულთა 62 %-ი.
იმ რესპონდენტთა პოზიცია, რომლებიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიებად "ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებენ, დაახლოებით იგივეა საქართველოზე რუსეთის კულტურულ და მართლმადიდებულ ეკლესიაზე გავლენასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.