NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია.
გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს 31-31 % უჭერს.
ასევე თანაბარი – 46-46 %-ია იმ რესპონდენტთა რაოდენობაც, რომლებიც ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მხარდამჭერი არაა. თანაბარია ის პროცენტული მაჩვენებელიც, რომელიც მოდის მოდის კატეგორიაზე "არ ვიცი" და 22-22 %-ს შეადგენს.
შეკითხვაზე, ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერთ თუ არა მხარს? – პასუხზე უარი განაცხადა 2 %-მა, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თაობაზე დასმულ შეკითხვასთან მიმართებაში კი 1 %-მა.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.