NDI-ის გამოკითხულთა 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით - ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებით.
მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე გამოკითხულთა 30% ეთანხმება.
NDI-ს შეკითხვაზე, აღნიშნული ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? გამოკითხულთა 10%-მა უპასუხა, რომ არც ერთს არ ეთანხმება.
14%-ს კი, პასუხი შეკითხვაზე არ გააჩნია.