NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს.
შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 59% განაცხადა, რომ "არ აქვთ გადაწყვეტილი", 28%-მა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, 11% თქმით, არ იცის, ხოლო 1%-მა უარი განაცხადა.
რაც შეეხება შეკითხვას, ხვალ რომ საპარლამენტიო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 49%- მა დადებითი პასუხი გასცა, 51%-მა კი – უარყოფითი. ხოლო შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, იმ რესპონდენტების 31%-მა, რომელიც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, 15% აღნიშნა, რომ მხარს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერს, 14% -ის არჩევანი კოალიცია "ქართული ოცნება" იქნებოდა, 11%-მა პასუხზე უარი განაცხადა. 10%- მა აირჩია კატეგორია – არც ერთი პარტია, 5-5% ხმას "ირაკლი ალასანია თავისუფალ დემოკრატებსა" და "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა, 4% "ლეიბორისტულ პარტიას", 3 % ნინო ბურჯანაძის გაერთიანებულ ოპოზიციას, 2% კი მოდის კატეგორიაზე – სხვა.
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.