საბერძნეთის პარლამენტმა მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებას დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანომ კრედიტორებთან შეთანხმებული რეფორმების პაკეტი მიიღო , რომელიც პენსიების შემცირებას, საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას და გარკვეული გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.
აღნიშნულ რეფორმებს 154-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მკაცრი ეკონომიის ზომებს აპროტესტებდნენ.
რეფორმების პაკეტის საპასუხოდ ათენი საერთაშორისო კრედიტორებისგან მორიგ ფინანსურ ტრანშს 2 მილიარდი ევროს ოდენობით მიიღებს.