NDI დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

NDI დღეს კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) დღეს, მედიას საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარუდგენს. კვლევის პრეზენტაცია სასტუმროში "რუმს ჰოტელ თბილისში" გაიმართება. 
ორგანიზაციის ცნობით, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო - 10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.