უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დღეს თურქეთში, სირიის საზღვრიდან 3 კილომეტრში ჩამოაგდეს, რუსული წარმოების "ორლან-10"-ა. ამის შესახებ თურქული მედია - გაზეთი "Milliyet" და "Haberturk TV" იუწყებიან. ამასთანავე, გავრცელდა ჩამოგდებული აპრატის ამსახველი ვიდეოკადრებიც.
ცნობილია, რომ დღეს, რუსეთის გენერალურმა შტაბმა კატეგორიულად უარყო, რომ თურქეთში რუსული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უცხოური მედიის ცნობით, თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული საფრენი აპარატი ქვეყანაში სირიის მხრიდან შეფრინდა.