ქიბარ ხალვაშის განცხადებით, თუ სამართლებრივი პროცესი მის სასარგებლოდ დასრულდება, „რუსთავი 2“-ის თითოეულ თანამშრომელს პირდება, რომ მათ არ მოუხდებათ წნეხის ქვეშ მუშაობა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღეს წნეხის და დიდი კონტროლის ქვეშ მუშაობენ. ისინი ამ წნეხისგან განთავისუფლდებიან და შევპირდები იმას, რომ სახელფასო ბიუჯეტი, რომელიც დღეს სხვანაიარად ნაწილდება „რუსთავი 2“-ში და დიდი ნაწილი მიდის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ნამუსზე აქვთ ხელი აღებული, ხოლო პატარა ნაწილი - პროფესიონალებზე, ნამუსზე ხელაღებულების ბიუჯეტს გადავანაწილებთ პროფესინოალებზე. მე ვერ შევპირდები ვერავის, რომ 100%-ით ყველა დარჩება სამსახურში, მაგრამ ე.წ. ზონდერჟურნალისტების (არაუმეტეს 10 ადამიანის) გარდა, ყველა იმუშავებს.