დღეს ტელეკომპანია „იმედში“ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის თემას შეეხო.
„რომ ვთქვა, დვალთან და აქიმიძესთან რაღაცა განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, ამას ვერ ვიტყვი. ვიცნობ და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მას შემდეგ როდესაც ტელევიზიის მფლობელი მე გავხდი, იმ პერიოდშიც ჩვენ ერთმანეთს არ ვმტრობდით. თქვენი ინფორმაცია არ არის სწორი, დვალს და აქიმიძეს ტელეკომპანია ჩემს სასარგებლოდ არ დაუთმიათ. იქ იყო შუალედური პიროვნება. მე ვემხრობი იმას, რომ ყველას უფლება აღდგეს დვალი და აქიმიძისაც და შეიძლება სხვა პიროვნებებისაც. აქედან გამომდინარე, თანახმა ვარ ვითანამშრომლო და ვისაუბრო და მათი ქონებრივი უფლებების აღდგენისთვის რაღაცა გავაკეთო.
ის, რომ დვალს და აქიმიძეს მე წავართვი, ეს არის უზუსტობა. „რუსთავი 2“ მე ვინმე პაატა კარასანიძისგან ვიყიდე, რომელსაც დვალისგან და აქიმიძისგან ჰქონდა ტელევიზია ნაყიდი“.