ქიბარ ხალვაში  მისთვის წართმეული ქონებების დაბრუნებაზე იწყებს ბრძოლას

ქიბარ ხალვაში მისთვის წართმეული ქონებების დაბრუნებაზე იწყებს ბრძოლას

დღეს ტელეკომპანია „იმედში“ ქიბარ ხალვაშმა საკუთარი ქონების დაბრუნებაზე გააკეთა განცხადება: „ჩემი პირველი და მთავარი ამოცანაა ჩემი ქონების დაბრუნება, რომელიც 2006-2007 წლებში დავკარგე სააკაშვილის ხელისუფლების დროს. სამართლიანობისთვის უნდა ვიბრძოლო და ამ სამართლიანობისთვის ბრძოლა არ დამითმია არასდროს და დღესაც ვაგრძელებ“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დაიწყო დღეს დავა „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ 2016 წელს 10 წლიანი ვადა გადის და ამის შემდგემ, აზრი არ ექნება დავის წამოწყებას.

„მე შეკითხვას პირიქით დავსვამდი - რატომ არ უნდა ვიბრძლო მაგალითად დღეს ტელევიზიისთვის? 2016 წლის არჩევნებამდე, ხალხმა უნდა მოუსმინოს „რუსთავი 2“-ს იმ რედაქციით, რა რედაქციით დღეს გადის? თან, 2016 წელს 10 წლიანი ვადა გაუვა „რუსთავი 2“-ს ჩემთვის ჩამორთმევას, რომელიც მართმევს შანს ვიდავო. აქიდან გამომდინარე დღეს გადავწყვიტე. აუცილებლად ვიბრძოლებ „რუსთავი 2“-ის დასაბრუნებლად, აუცილებლად ვიბრძოლებ სხვა დანარჩენი ქონების დასაბრუნებლად და სამართლიანობის აღსადგენად. ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემს შვილს არ მოუხდეს იყოს ლტოლვილი სხვა ქვეყანაში და იყოს ამაყი ქართველი“.