რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის

რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე ჯერ არც ერთი ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული არ არის, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საქმის მოსამართლემ, ფატუ ბენსუდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, იკვეთება თუ არა საქმეში მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ კოკოითის, ვლადიმერ პუტინის თუ დიმიტრი მედვედევის ბრალეულობა.

ფატუ ბენსუდამ განმარტა, რომ საქმის გამოძიება ჯერ დაწყებული არ არის, შესაბამისად, არც ამ პირებზეა საუბარი. "არავინ არის იდენტიფიცირებული ჯერ, ვინც შეიძლება დანაშაული ჩაიდინა. ჩვენ ამ ეტაპზე მივმართეთ სასამართლოს გამოძიების დაწყების ნებართვაზე. გამოძიების ჩატარებამდე კონკრეტულ პირებზე საუბარი ვერ იქნება", - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.

მან ასევე თავი შეიკავა მოწმეთა შესაძლო ვინაობის დასახელებისგან.